რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ ყირიმზე მოდიფიცირებული С-200-ებით დარტყმა სცადა

С-200-ის სარაკეტო სისტემა კიევში გამართულ პარადზე. 2008 წლის 24 აგვისტო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმზე თავდასასხმელად С-200-ის ტიპის მოდიფიცირებული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები გამოიყენა.

როგორც რუსეთის ტავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინელებმა თავდასხმა მოსკოვის დროით 17:40-ზე სცადეს. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეშვებით მოიგერიეს ორივე რაკეტა, რომელიც მათი მიმართულებით მიფრინავდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტების ფრაგმენტები დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა და აფეთქდა. ამავე განცხადების მტკიცებით, შემთხვევას მსხვერპლი და ზარალი არ მოჰყოლია.

როგორც პროუკრაინულ ტელეგრამ-არხ Крымский ветер-ზე წერენ, რაკეტების სამიზნე იყო სუხარნის რაიონი, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო მასალა ინახება. ამავე არხზე გავრცელებულ ფოტოში ჩანს აფეთქებისგან გამოწვეული კვამლიც.

სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა თქვა, რომ დღისით ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციულ ცენტრში საჰაერო განგაში ორჯერ გაისმა. მისი თქმით, რაკეტა ბალაკლავის ყარა-კობის  რაიონში ჩამოაგდეს.

კომენტარები