რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბა, დაღუპულია 31 წლის ქალი

რუსეთის მიერ დაბომბილი სოფელი ობუხოვკა, დნეპროპეტროვსკის ოლქი, 2023 წლის 18 ოქტომბერი
Unian

რუსეთმა 18 ოქტომბრის დილას სარაკეტო იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის ოლქზე. დაღუპულია 31 წლის ქალი, არიან დაშავებულები.

დნეპრის მერის, ბორის ფილატოვის თქმით ქალაქის დაბომბვა 10:31 საათზე დაიწყო. რაკეტები კერძო შენობებს მოხვდა. 

მოგვიანებით პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, ანდრეი ერმაკმა თქვა, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ობუხოვკაში დაბომბვის შედეგად განადგურდა კერძო სახლები და დაიღუპა 31 წლის ქალი.

ემრაკის სიტყვები დაადასტურა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით დაშავებულია 4 ადამიანი, განადგურებულია 8 კერძო სახლი.

კომენტარები