რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა, დაღუპულია 2 ადამიანი

Unian

რუსეთმა 18 ოქტომბრის ღამეს სარაკეტო იერიში მიიტანა ზაპოროჟიეზე, დაღუპულია 2 ადამიანი.

რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დარტყმის შედეგად 2 სადარბაზოში განადგურებულია ბინები.

"რუსების ტერორისტული თავდასხმის ადგილზე მუშაობენ მაშველები. სამწუხაროდ ამ დროისთვის არის ორი დაღუპული, კიდევ სამი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. შენობის სხვა მაცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან". – წერს Telegram არხში ზაპოროჟიეს ქალაქის საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი.

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ბომბავს. უმეტესად ნადგურდება არასტრატეგიული შენობები, იღუპებიან მშვიდობიანი მოსახლეები.

მოგვიანებით მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

კომენტარები