ლიბერალიზმის საფრთხეს და კონსერვატიულ დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე ეს კვალიფიკაცია მივეცი კონკრეტულ საკითხს და დავამატე, რომ დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოს არ აქვს სახარბიელო, როგორც ევროპის ბევრ ერსა და სახელმწიფოს. ამ საკითხის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ვიგულისხმე ზუსტად. არ შეიძლება ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები. არგუმენტიც მოვიყვანე ამისთვის, მერე სხვანაირად გამოიყენეთ, სამუხაროდ. დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენი და ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ გააუარესებს, ამაზე მეტად ლიბერალურად როგორ გამომეხატა ჩემი პოზიცია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი დემოგრაფიული პერსპექტივა აბსოლუტურად არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, არატრადიციული ქორწინების მიმართ გვქონდეს ლიბერალური დამოკიდებულება, ეს ვიგულისხმე, თორემ, ზოგადად, მე თვითონ ლიბერალი ვარ, ლიბერალური დამოკიდებულება მაქვს ბევრი საკითხის მიმართ. ამაზე ლიბერალურად როგორ გამომეხატა ეს საკითხი, მე არ ვიცი. ჩვენი დემოგრაფია, თუ ნახავთ თქვენ და დაინტერესებულხართ, როგორი იქნება 2050 წელს და ეს არ ეხება მარტო საქართველოს. ეს ეხება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას. იცით თქვენ, როგორიც არის პროგრესი და არ გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმის ფუფუნება, რომ ამას ხელი შევუწყოთ ნეგატიურ ასპექტში.
tbl.ge/6k3k
დაკოპირდა
უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თინა ბოკუჩავას დასმულ კითხვას.
2023 წლის მაისში ბურჭულაძემ თქვა, რომ "ლიბერალიზმი შეიძლება საფრთხე იყოს სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენარჩუნების".
ამავე თემაზე
- კობახიძე: 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება
- კობახიძე: ვაზიანში აეროპორტი აშენდება, რამდენიმე წელში გვექნება ულტრათანამედროვე აეროპორტი
- მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, ბიუჯეტი 3 694 328 186 ლარია
- კულტურასა და სპორტში მოღვაწე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტები გაიცემა
- კობახიძე: ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლით გადასახადები გაუნულდებათ