ჯანდაცვის სამინისტრო

უმცროს ექიმს, ექთნის თანაშემწეს, ბებიაქალს, სანიტარს მინიმალური ხელფასი დაუწესდებათ

Claudio Furlan / LaPresse / AP

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება.

2024 წლის 1-ლი იანვრიდან მინიმალური ხელფასი დაუწესდებათ: უმცროს ექიმს (თვეში, არანაკლებ 960 ლარი, საათში - 5 ლარი)), ექთნის თანაშემწეს (თვეში არანაკლებ 672 ლარი, საათში - 3,5 ლარი), ბებიაქალი (თვეში, არანაკლებ 844 ლარი, საათში - 4,4 ლარი), სანიტარი (თვეში არანაკლებ 576 ლარი, საათში - 3 ლარი )).

“ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა 6 000-მდე პირს შეეხება. შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება”. - წერია განცხადებაში.

სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა პირველ ეტაპზე ექიმებსა და ექთნებს შეეხოთ, საუბარია 15 000 პირზე.

“რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს”. - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 


დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა.

ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით – თვეში საშუალოდ 1 260 ლარით, ხოლო ექთნების საათში 4.4 ლარით – თვეში საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრა.

კომენტარები