ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ გია ცაგარეიშვილი დაინიშნა - ამის შესახებ განცხადებას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ახალი მოადგილე ჰყავს.
მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ - პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა.
გიორგი ცაგარეიშვილი, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
2004-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.
სხვადასხვა წლებში, გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო. 2017-2018 წლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა". - წერია განცხადებაში.



![ახლა ვინც არის [სუს-ში ივანიშვილისთვის] სანდო და თავისი არ არის?! – შარმანაშვილი](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2024/09/410184772_7663986620284502_8386643929780697349_n.jpg?h=31908307&itok=lgGp71ef)

