რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ერთი ადამიანი

დონეცკის ოლქი, პოკროვსკი, 2023 წლის 13 ოქტომბერი

13 ოქტომბრის დილით რუსული ჯარი დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაცია საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ მოროზმა გაავრცელა.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, ხოლო 13 - დაშავდა. ამასთან, ნაწილობრივ დანგრეულია ორი ადმინისტრაციული შენობა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს.

"პოკროვსკში დაბომბვის ადგილზე საგანგებო სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ორი ნაწილობრივ დანგრეული ადმინისტრაციული შენობის ნანგრევებიდან 3 ადამიანი გამოიყვანეს". - ნათქვამია უკრაინის საგანგებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობილია, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურში სამუშაოებში 23 მაშველი და 5 ტექნიკა მონაწილეობდა.

კომენტარები