საფრანგეთში ერთ-ერთ სკოლაში დანით თავდასხმას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავებულია.
BFM TV-ის ცნობით, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ არასში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ადამიანი ამავე სკოლის მასწავლებელი იყო.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დანით შეიარაღებული პირი თავდასხმის დროს "დიდება ალაჰს!" ყვიროდა. მათივე თქმით, თავდამსხმელი დაკავებულია. BFM TV-ის ცნობით, დაკავებულია თავდამსხმელის ძმაც.
ფრანგული მედიის ცნობით, დაკავებული თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა.
სამართალდამცველების ცნობით, დაკავებული წარმოშობით ჩეჩნეთიდან არის და რადიკალურ ისლამში მისი ჩართულობა უსაფრთხოების სამსახურებისთვის ცნობილი იყო.





