საქართველო-ევროკავშირი

წულუკიანი სტატუსზე: იმედი გვაქვს, ევროკავშირი უსამართლობას გამოასწორებს

რასაკვირველია, [კანდიდატის სტატუსის მიღებაზე] ყველას გვაქვს იმედი, რაც მოლოდინისგან განსხვავდება. ეს იმედი ყველასთვის ერთია, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას ჩვენი ხალხი და სახელმწიფო იმსახურებს - ანუ, გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება და ის უსამართლობა, რაც ერთხელ უკვე მოხდა, ევროკავშირის მიერვე გასწორებული იქნება. იმიტომ, რომ თუ კრიტერიუმებს შევხედავთ, ყველამ იცით, ამას ვერც ევროკომისია გაურბის და ყველა ცალსახად ამბობს, რომ დანარჩენ 2 ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ ბევრად წინ ვართ.

რაც შეეხება მოლოდინს, აქ პროგნოზი ადვილი არ არის. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ. იმპლემენტაცია უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ამ პროცესს ბოლომდე მიყვანა სჭირდება. ჩვენ იმის მზაობა გვაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს სტატუსი მოვიპოვოთ [...] ახლა კანდიდატის სტატუსი გვჭირდება, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინ ვიაროთ. 

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა TV იმედის ეთერში იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინი აქვს მას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

კომენტარები