ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი ყირგიზეთში, დსთ-ს სამიტზე ჩავიდა

ვლადიმირ პუტინი გამთენიისას ყირგიზეთის დედაქალაქში ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტი დსთ-ს სამიტს დაესწრება.

პირველ დღეს პუტინი ყირგიზეთის პრეზიდენტს სადირ ჟაპაროვს შეხვდება. მხარეები სამომავლო ურთიერთობებზე ილაპარაკებენ, რის შემდეგაც ორმხრივ ოფიციალურ საბუთებს მოაწერენ ხელს.

დღესვე პუტინ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. მხარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე და ქვეყნების შემდგომ ურთიერთობებზე ისაუბრებენ. დსთ-ს სამიტზე არ ჩავიდა სომხეთს პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

13 ოქტომბერს ბიშკეკში დსთ-ს ქვეყნების მეთაურთა სხდომა გაიმართება. შეხვედრები, როგორც გაფართოებულ ისე ვიწრო შემადგენლობებით არის დაგეგმილი. პუტინი ცალკე შეხვდება ტაჯიკეთს პრეზიდენტს ემომალი რახმონს.

კომენტარები