ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი ყირგიზეთს ეწვევა, რაც ჰააგის სასამართლოს ორდერის შემდეგ პირველი მოგზაურობაა

ვლადიმირ პუტინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე
კრემლი

12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ყირგიზეთს ეწვევა. პუტინი ყირგიზეთში ჩასვლას ICC-ის ორდერის მიუხედავად აპირებს, 2023 წლის მარტში ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა. საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გამოცემის შემდეგ ეს ვლადიმირ პუტინის პირველი ვიზიტი იქნება რუსეთის საზღვრებს გარეთ. 

ინფორმაცია ვლადიმირ პუტინის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტის ოფისმა დაადასტურა. 

"ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სადირ ჯაფაროვის მოწვევით, ამ წლის 12 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ყირგიზეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა" - წერს ყირგიზეთის საპრეზიდენტო ოფისის ადმინისტრაცია. 

პუტინის ყირგიზეთში ვიზიტის შესახებ შეთანხმება მაისში შედგა, თუმცა ამ თვეების მანძილზე ზუსტი თარიღი ვერ თანხმდებოდა. 

ვლადიმირ პუტინს შემდეგ კვირას ჩინეთში ვიზიტი აქვს დაგეგმილი, სადაც სარტყლისა და გზის ინიციატივის ფორუმს დაესწრება. 

კომენტარები