დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ერაყელი შიიტი სასულიერო ლიდერი: ჩვენ მზად ვართ ღაზის სექტორში დახმარება გავაგზავნოთ

Brookings Institute 

ერაყის შიიტი სულიერი ლიდერის, მუქთადა ალ-სადრის თქმით, ერაყი მზადაა ღაზის სექტორში დახმარება გააგზავნოს. ალ-სადრიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ღაზას სექტორში მცხოვრებ ადამიანებს. 

მუქთადა ალ-სადრის თქმით, ყველა არაბულმა ქვეყანამ, განსაკუთრებით ეგვიპტემ უნდა გახსნას საზღვრები და დაასრულოს "ღაზის არაჰუმანური ალყა". 

მუქთადა ალ-სადრის არ დაუზუსტებია, თუ რა გზით აპირებს ერაყი ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებას. მან ასევე გააკრიტიკა ის არაბი ლიდერები, რომელთაც პალესტინელების საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ სახელმწიფოებში მუქთადა ალ-სიდრიმ ის არაბული ქვეყნები იგულისხმა, რომლებმაც უკანასკნელ წლებში ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დაიწყეს. 

კომენტარები