დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

აიათოლა ალი ხამენეი: ხელზე ვემთხვევით ყველას, ვინც გეგმავდა თავდასხმას სიონისტურ რეჟიმზე

აიათოლა ხამენეი

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, თეირანი არ იყო ჩართული 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში, თუმცა, მიესალმება ისრაელის "გამოუსწორებელ" სამხედრო და სადაზვერვო დამარცხებას.

“ჩვენ ხელზე ვემთხვევით ყველას, ვინც გეგმავდა თავდასხმას სიონისტურ რეჟიმზე. გამანადგურებელმა სტიქიამ კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურა, რომლის აღდგენა მარტივი არ იქნება. ამ კატასტროფაში დამნაშავე სიონისტური რეჟიმის ქმედებებია". - თქვა ხამენეიმ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ პირველ სატელევიზიო გამოსვლაში.


ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს ირანის მარიონეტული დაჯგუფება, ჰეზბოლა აკონტროლებს. აქ მოქმედებენ პალესტინური ტერორისტული ჯგუფებიც, მათ შორის, ისლამური ჯიჰადი.

8 ოქტომბერს ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიებს საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა. 9 ოქტომბერს კი ისლამური ჯიჰადის წევრები ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე შევიდნენ, რასაც სამხედროების საპასუხო ქმედება მოჰყვა. მათი თავდასხმის შემდეგ, საარტილერიო იერიში მიიტანეს ჰეზბოლას ობიექტებზე. ისრაელის მხრიდან ლიბანის ტერიტორიების დაბომბვას ჰეზბოლას 3 წევრი ემსხვერპლა. ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებაში საპასუხო ქმედებებით იმუქრებოდნენ.

კომენტარები