U2

U2-მ ისრაელში ფესტივალზე დაღუპულებს სიმღერა მიუძღვნა – [VIDEO]

ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე როკ ბენდ U2-მ სიმღერა Pride(In The Name of Love) შეცვლილი ტექსტით იმღერა. სიმღერის დაწყებამდე ჯგუფის ვოკალისტი ბონო ისრაელში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"იმის ფონზე რაც მოხდა ისრაელში და ღაზაში სიმღერა არაძალადობრივ მოძრაობაზე ალბათ ნაწილობრივ სასაცილოდ ჟღერს, ჩვენ მუდმივად ვლოცულობდით მშვიდობისთვისა და არაძალობრივი მოძრაობისთვის. მაგრამ ჩვენი გულები და ჩვენი ბრაზი იცით საითაც არის მიმართული. იმღერეთ ჩვენთან ერთად... (იმღერეთ) იმ ლამაზ ახალგაზრდებთან ერთად".

აუდიტორიასთან გასაუბრების შემდეგ ბონომ შეცვლილი ტექსტით Pride-ის სიმღერა დაიწყო:

"დილას ადრე, 7 ოქტომბერს, მზე ამოდის უდაბნოს ცაზე, დავითის ვარსკვლავები, მათ წაგართვეს სიცოცხლე, მაგრამ ვერ წაგართვეს ღირსება". 

7 ოქტომბერს ნეგევის უდაბნოში, კიბუც რე-იმთან ახლოს, ებრაული დღესასწაულის სუკოტის აღსანიშნავად ნოვას მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა. მუსიკის მოყვარულები კვირების განმავლობაში ელოდნენ  ფესტივალს. 

საცეკვაო ფესტივალი მთელ ღამეს გაგრძელდა. გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, სირენების ხმა გაისმა, რასაც ძალიან სწრაფად რაკეტების სროლაც მოჰყვა.

ამჟამინდელი მონაცემებით მუსიკალურ ფესტივალზე 260 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები