U2

ბონო U2-ზე: სახელი არ მომწონს, ადრეული ჩანაწერები სამარცხვინოა

Times

U2-ს ფრონტმენმა გამოცემა Hollywood Reporter-თან ბოლო ინტერვიუში აღიარა, რომ ბენდის სახელი არ მოსწონს, ასევე საშინლად უკმაყოფილია ჯგუფის ადრეული შემოქმედებით.

"დღემდე არ მომწონს ბენდის სახელი. ვერ ვიტან. მგონი იმ დროს დისლექსია მქონდა, The Beatles-იც კარგ სახელად მიმაჩნდა, ახლა ვხვდები, რომ ცუდია. როდესაც სახელს ვარჩევდით თავში ათასი სისულელე გვიტრიალებდა – ჯაშუშები, U ტიპის წყალქვეშა ნავები, ფუტურიზმი. ჩვენი პირველი მენეჯერის, პოლ მაკგინესის აზრმაც იმოქმედა, მისი თქმით U2 კარგად დაიპრინტებოდა მაისურებზე. ადრეული ნამუშევრები, მაგალითად ალბომი Boy მთლიანობაში კარგია, მაგრამ დაძაბული ხმით ვმღერი. ახლო წარსულში რადიოში ყური მოვკარი ერთ-ერთ ძველ სიმღერას და გავწითლდი. ძალიან სამარცხვინო იყო. სხვათაშორის ერთხელ რობერტ პალმერმა გვითხრა "ძალიან დამავალებთ თუ თქვენი ვოკალისტი ხმას დაუწევს", ახლა ვხვდები, რასაც გულისხმობდა. ვფიქრობ ნამდვილი მომღერალი ბოლო წლებში გავხდი". – ამბობს ბონო.

U2 ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ ბენდია, რომელიც სცენაზე 46 წელია დგას. ჯგუფი 1976 წელს დუბლინში დაარსდა. პირველი ალბომი Boy ოთხი წლის შემდეგ გამოუშვა. სულ ბენდს 14 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი. დროის მსვლელობასთან ერთად იცვლებოდა ჯგუფის ჟღერადობაც, გამოცემული აქვთ ალბომები პოსტ პანკის, ინდი როკის, ალტერნატიული როკისა და პოპ როკის ჟანრში, ბენდი გამოირჩევა პოლიტიკური და მწვავე სოციალური ტექსტებით. U2-ს გრემის 46 ნომინაცია და 22 ჯილდო აქვს მოპოვებული. 2005 წელს ბენდი როკ ნ როლის დიდების დარბაზის წევრია.

კომენტარები