ინა გუდავაძის სასახლე

ბადრი პატარკაციშვილის ცოლის, ინა გუდავაძის ინგლისში მდებარე სასახლე დაიწვა

dailymail.co.uk

ბადრი პატარკაციშვილის ცოლის, ინა გუდავაძის ინგლისის ქალაქ სურეიში მდებარე 10 მილიონ ფუნტად შეფასებული სასახლე დაიწვა.

სამსართულიანი სასახლე 3-თვიანი სარემონტო სამუშაოების დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ დაიწვა.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 23 სექტემბერს ადგილზე რვა სახანძრო ეკიპაჟი გამოიძახეს, მაგრამ მათ ხანძარი დროულად ვერ ჩააქრეს. გამომძიებლები ცდილობენ, გაარკვიონ, ზუსტად რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა.

ინა გუდავაძე, რომლის ქონება 650 მილიონ ფუნტს შეადგენს, ახალ სახლში გადასვლას თავის შვილებთან ერთად გეგმავდა.

 

კომენტარები