დიდი ბრიტანეთის იმიგრაციის მინისტრმა, რობერტ ჯენრიკმა დაუნინგ სტრიტზე გამართულ მიმართვაში ებრაელ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ BBC-მ და ყველა მედიამ ჰამასი უნდა მოიხსენიოს იმად, რაც არის, ანუ ტერორისტებად.
"რაც ისრაელში ხდებოდა არ იყო პოლიტიკური წინააღმდეგობა. ბოლო 48 საათის მოვლენები არ არის ამბავი, რომელსაც ორი სიმართლის მოყოლა სჭირდება. ეს იყო ტერორიზმი, ნასაზრდოები ანტისემიტური სიძულვილით, რომელიც თავს დაესხა ებრაელ ხალხს მათთვის წმინდა დღეებში." - თქვა რობერტ ჯენრიკმა.
ჯენრიკის თქმით, იქ არ იყვნენ, როგორც ზოგიერთი მედია უწოდებს, მებრძოლები ან სამხედროები. იქ იყვნენ ტერორისტები, მკვლელები, ბარბაროსები და BBC-მ და სხვა ნებისმიერმა უნდა უწოდონ ის, რა არის.
დიდი ბრიტანეთის იმიგრაციის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰამასის თავდასხმების სამიზნეები არ ყოფილან სამხედრო ობიექტები, არამედ ისრაელში ასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი განურჩევლად მოკლეს, გააუპატიურეს და მოიტაცეს.
რობერტ ჯერკინმა საზოგადოებას თავი წარუდგინა, როგორც ებრაული ოჯახის მამა და თქვა, რომ თავადაც გლოვობს ისრაელში მომხდარ სისასტიკებს ბრიტანეთის ებრაულ საზოგადოებასთან ერთად.
9 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა, ტომ ტუგენდატმა ასევე მოუწოდა BBC-ს, რომ ჰამასის მებრძოლები ტერორისტებად მოიხსენიონ.





