ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 10 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

 საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ჩაჩავას, გრიგოლ ფერაძის, ნიკოლოზ ბერაძის, ლაშა ლაშხიას, დიღმის წყლის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, ასათიანის, გერგეთის, მესხის, ოქროყანის, შინდისის, შხეფის, დავითაშვილის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), პასტერის, უზნაძის, ბაქოს, ადიგენის, შიო არაგვისპირელის, ვეძათხევის, გორკის, ლოჭინის, ბუხაიძის, უშანგი ჩხეიძის, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, ზურაბ ქვლივიძის, ემილ ვერჰარნის, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების და ტერენტი გრანელის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის და რადიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 "კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები