დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰეზბოლა აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ბაზებზე თავდასხმით ემუქრება

The Times of Israel

ჰეზბოლა აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმით ემუქრება. ჰეზბოლა ლიბანური ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ირანიდან ფინანსება. 

ჰეზბოლას წარმომადგენლის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ პირდაპირ ჩაერევა ომში, აშშ-ს ყველა სამხედრო ბაზა ლეგიტიმური სამიზნე გახდება თავდასხმისათვის და მათ ჰეზბოლას იერიშების მოგერიება მოუწევთ. ჰეზბოლას პრესსპიკერმა თქვა, რომ აშშ-ს კონფლიქტში ინტერვენციის შემდეგ არანაირი წითელი ხაზი აღარ იარსებებს. 

"პალესტინა უკრაინა არ არის" - თქვა ჰეზბოლას პრესსპიკერმა, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ისრაელთან ახლოს სამხდრო ხომალდები განათავსა. 

9 ოქტომბერს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ისრაელში ომში მესამე მხარის ჩართვის რისკები მაღალია. 

კომენტარები