დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის კრიზისმა ოქროზე ინვესტორთა ინტერესი გაზარდა

ჰამასის ისრაელში შეჭრისა და ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შესაძლებლობის პარალელურად ინვესტორთა მხრიდან ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც ოქროს ფასის 1%-იანი მატება მოჰყვა.

უნცია ოქროს ფასმა ბოლო ერთი კვირის ჯამში მაქსიმალურ ფასს 1 849.51 აშშ დოლარს მიაღწია. 

"ბოლო კვირის გეოპოლიტიკური მოვლენების შედეგად, ოქრომ ყველაზე უსაფრთხო საინვესტიციო აქტივის სტატუსი დაიბრუნა. შესაძლოა, ოქროს ფასმა 1 880 აშშ დოლარს მიაღწიოს, თუმცა ობლიგაციებიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვნად შემცირების გარეშე, საეჭვოა მისი ფასი 1 900 აშშ დოლარს გასცდეს" – ამბობს მეტ ტომფსონი, City Index-ის უფროსი ანალიტიკოსი. 

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე უწყვეტი დაპირისპირების შედეგად ნავთობზე გაზრდილი ფასები, ინვესტორთა მხრიდან ოქროზე გაზრდილი ინტერესის პარალელურად, დაინტერესებას გაზრდის ისეთი სტაბილური აქტივების მიმართ როგორიცაა სახაზინო ფასიანი ქაღალდები, დოლარი და იაპონური იენი.

ოქროს პარალელურად, გაიზარდა ფასი სხვა ძვირფასი მეტალების მიმართაც: უნცია ვერცხლის ფასმა 0.7%-ით ზრდის შემდეგ 21.75 აშშ დოლარს, ხოლო პლატინამ 0.6%იანი ზრდის შედეგად 882.12 აშშ დოლარს მიაღწია.

კომენტარები