დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ერდოღანი: მოვუწოდებთ რეგიონულ ძალებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ მშვიდობის დამყარებაში

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე, 2023 წლის 12 ივლისი.
BBC

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელსა და პალესტინას შორის სიმშვიდის აღსადგენად.

“მზად ვართ, გავაგრძელოთ დიპლომატიური ძალისხმევა  ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის აღსადგენად. ვიწვევთ ყველა მონაწილეს, ვისაც საკუთარი სიტყვა ეთქმის რეგიონში, წილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში”.- ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.

ერდოღანი ასევე ამბობს, რომ “გამოსავალი ორი სახელმწიფოს ფორმატი” ერთადერთი გზაა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.

თურქეთმა, რომელიც წარსულში მხარს უჭერდა პალესტინას, უმასპინძლა ჰამასის წევრებს, 

და მხარი დაუჭირა “ორი სახელმწიფოს გამოსავალს” და 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა დაეხმაროს მხარეებს დაძაბულობის დეესკალაციაში.

“რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ პალესტინა-ისრაელის პრობლემის მოგვარებითაა შესაძლებელი.  როგორც ყოველთვის, ხაზს ვუსვამდით, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია “ორი სახელმწიფოს გამოსავლის პერსპექტივის” შენარჩუნება”. - ამბობს ერდოღანი.

კონფლიქტის დაწყების შემდგომ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ტელეფონით ესაუბრა თავის ამერიკელ, პალესტინელ, ესპანელ, ყატარელ, საუდის არაბეთის, ირანელ, ეგვიპტელ და იორდანიელ კოლეგებს.

ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. 

ბოლო მონაცემებით, მოვლენებს ემსხვერპლა ისრაელის 700-ზე მეტი მოქალაქე.

 

კომენტარები