დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ქალაქ ოფაკიმში ჰამასის აყვანილი მძევლები გაათავისუფლეს

ჰამასის წევრები ღაზის სექტორში, 2023 წლის 7 ოქტომბერს.
AFP

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ქალაქ ოფაკიმში, მედიის ცნობით, 50-მდე მძევალი გაათავისუფლეს.

მოკლულია რამდენიმე ტერორისტი, მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც სახლში იყო შეჭრილი და 2 მძევალი ჰყავდა, მათ შორის 1 ბავშვი.

ისრაელის მედიის ცნობით, დაახლოებით 48 ადამიანი გაათავისუფლეს კიბუცში მდებარე სასადილოდანაც, სადაც ტერორისტები იყვნენ შეჭრილი.

მძევლად აყვანილი ადამიანების დიდი ნაწილი ჰამასის ხელში რჩება. ტერორისტებს ისინი ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ჰყავთ გადაყვანილი.

მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.

კომენტარები