სხვადასხვა საავადმყოფოს განცხადებების თანახმად, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელის, სულ მცირე, 300 მოქალაქე დაშავდა.
მათგან, სულ მცირე, ოცი ადამიანი მძიმედაა დაჭრილი.
გარდა ამისა, დადასტურებულია სულ მცირე ექვსი ადამიანის დაღუპვა.
ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. მათ ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და საჰაერო იერიშები მიიტანეს.
ტერორისტები ირწმუნებიან, რომ 5 000 რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა, პარალელურად კი, ოპერაცია "რკინის ხმლები" დაწყება გამოაცხადა. ტერორისტები შესული არიან სამხრეთ ისრაელის ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლს განურჩევლად ხსნიან.
ისრაელის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შაარ ჰანეგევის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი ოფირ ლიბშტეინი დღეს დილით ჰამასთან ბრძოლის დროს დაიღუპა.





