საქართველო ევროკავშირი

ლაიენი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე: ბევრი გაკეთდა, კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო

ჩვენ შევისწავლეთ პროგრესი საქართველოში. ბევრი გაკეთდა, კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო. მთავარი გზავნილი იქნება: გამოიყენეთ შესაძლებლობა ახლა, გააგრძელეთ პროგრესი, იყავით ძალიან მკაფიო რეფორმების პროცესში და ჩვენთან შეთანხმებულ პოლიტიკაში.

უპასუხა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გრანადაში ევროკავშირის ლიდერების არაოფიციალურ შეხვედრამდე ქართველი ჟურნალისტის კითხვას, რა იქნებოდა მისი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხისთვის დღეს.

გრანადაში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა და უთხრა, რომ საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი კვლავ გრძელდება.

კომენტარები