ირანი

ირანში მორალის პოლიციის მიერ ნაცემი 16 წლის გოგოს დედა დააკავეს

Reuters 

ირანული უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, მორალის პოლიციის მიერ ნაცემი 16 წლის არმიტა გარავანდის დედა, შაჰინ აჰმადი დააპატიმრეს. არმიტა გერავანდი მორალის პოლიციის ქალმა ოფიცრებმა თავსაბურავის არასწორი გამოყენების გამო ცემეს და ამ დრომდე ის კომაშია. 

გავრცელებული ინფორმაციით შაჰინ აჰმადი 5 ოქტომბერს ირანის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

ირანის ოფიციალური სამსახურები უარყოფენ, რომ მორალის პოლიციამ გოგონა ცემა და რომ გოგონას დედა უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. მათი თქმით, უცნობი მტრები ავრცელებენ ჭორებს გერავანდის "გონების დაკარგვის" შესახებ მათი ინტერესების სასარგებლოდ.

ინფორმაცია გოგონას ცემისა და დედის დაკავების შესახებ ქურთულ-ირანულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Hengaw-მ გაავრცელა. მათი ცნობით, გოგონა წარმოშობით ირანის ქურთული დასახლებიდანაა და ახლა თეირანში ცხოვრობს. 

კომენტარები