ირანში მორალის პოლიცია 16 წლის სკოლის მოსწავლე გოგოს თავს დაესხა, რომელიც ახლა, ადგილობრივი წყაროების ცნობით, კომაშია. გოგონა თეირანში მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობდა, რა დროსაც მორალის პოლიცია მას თავს დაესხა. 16 წლის არმიტა გარავანდმა უარი თქვა ისლამური თავსაბურავის გაკეთებაზე, რის შემდეგაც მორალის პოლიციის ქალი ოფიცრები მას თავს დაესხნენ.
ინფორმაციას თავდასხმის შესახებ ირანში მოქმედი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და გოგონა უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ირანის ოფიციალური წარმომადგენლობა ამტკიცებს, რომ გოგონას დაბალი წნევის გამო გული წაუვიდა.
უფლებადამცველი ჯგუფის Hengaw-ს ცნობით, გოგონასთან მნახველებს არ უშვებენ, მათ შორის არც მის ოჯახის წევრებს.





