დიდი ბრიტანეთი

რიში სუნაკი: კაცი არის კაცი და ქალი არის ქალი

რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა კონსერვატიული პარტიის შეხვედრაზე თქვა, რომ კაცი არის კაცი და ქალი არის ქალი. შეხვედრაზე სხვა მრავალ საკითხთან ერთად განიხილებოდა ტრანსგენდერების უფლებების საკითხები. ამავე შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ტრანსგენდერ ქალებს ქალებისთვის განკუთვნილ საჯარო ტუალეტებში შესვლა აეკრძალებათ. 

"არავის უნდა მოახვიონ თავს იდეა, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ის სქესი, რაც მათ სურთ. მათ ეს არ შეუძლიათ - კაცი არის კაცი და ქალი არის ქალი, ეს უბრალოდ საღი აზრია" - თქვა რიში სუნაკმა. 

პრემიერმინისტრის განცხადებებს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა. სუნაკმა ასევე თქვა, რომ კონსერვატორებს არასოდეს უნდა ეშინოდეთ, იყვნენ საზოგადოების სტაბილურობის გარანტები. 

კომენტარები