სამხედრო გადატრიალება ნიგერში

საფრანგეთი ნიგერიდან ჯარების გამოყვანას ამ კვირაში დაიწყებს

ALAIN JOCARD / AFP

5 ოქტომბერს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიგერიდან 1500 ჯარისკაცის გამოყვანას საფრანგეთი “ამ კვირაში დაიწყებს” და “სამხედრო ნაწილების გამოყვანის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება”.

ფრანგი სამხედროები  ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ანტიტერორისტული კამპანიის ფარგლებში ნიგერის საჰელის რეგიონში იმყოფებოდნენ, თუმცა, ნიგერში მომხდარი გადატრიალების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ხუნტამ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას და საფრანგეთს ქვეყნიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვეს.


ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს და ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი დააკავეს.  28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.

საფრანგეთის მხრიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საფრანგეთის მიერ ნიგერიდან ელჩის გაწვევა. 

მაკრონი ნიგერის ყოფილ პრეზიდენტს, მოჰამედ ბაზუმს კვლავ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლად თვლის, მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად გადატრიალების ლიდერებს პატიმრობაში ჰყავთ.

კომენტარები