გინესის რეკორდები

104 წლის ქალი გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, ვინც თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტა

Daniel Wilsey via AP

ჩიკაგოში მცხოვრები 104 წლის დოროთი ჰოფნერი გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც თვითმფრინავიდან ტანდემური ხტომა განახორციელა.

დოროთი, რომელმაც სქაიდაივინგის პირველი გამოცდილება 100 წლის იუბილეზე მიიღო, ამჯერად 13 500 ფუტის (4 115 მეტრი) სიმაღლეზე მყოფი თვითმფრინავიდან გადმოხტა. მან თავისუფალი ხტომა სქაიდაივინგის ინსტრუქტორთან ერთად განახორციელა და მიწაზე წარმატებით დაშვებაც მოახერხა.

"ასაკი მხოლოდ რიცხვია". - AP-ის ცნობით, ამ სიტყვებით მიმართა ჰოფმანმა პარაშუტით დაშვების ადგილას შეკრებილებს. 

"სახალისოა და თანაც პარაშუტით ქვემოთ ჩამოსვლა ისეთი სასიამოვნო და სიმშვიდის მომცემი ჩანდა. ასე მთელი ქალაქგარე მიდამოს ნახვა შეგიძლიათ. ძალიან ლამაზი იყო". - მოგვიანებით თქვა ჰოფნერმა CNBC-თან ინტერვიუში. 

ჰოფნერმა რეკორდის ოფიციალურად აღიარებისათვის განაცხადი გინესის მსოფლიო რეკორდებში უკვე წარადგინა. განხილვის პროცესს ჩვეულებრივ 12-დან 15 კვირამდე სჭირდება.

წინა მსოფლიო რეკორდსმენმა, 103 წლის რუტ ლინეა ინგეგარდ ლარსონმა, პარაშუტით ტანდემური ხტომის რეკორდი 2022 წელს შვედეთში დაამყარა. 

განსხვავებულია რეკორდი პარაშუტით სოლო ხტომის კატეგორიაში, სადაც უხუცესი 84 წლის მარია იგელაა.

კომენტარები