გინესის რეკორდები

ქეით ბუშმა გინესის წიგნის 3 რეკორდი დაამყარა

Befunky

ინგლისელმა მომღერალმა, ქეით ბუშმა ჰიტ Running Up That Hill-ის წყალობით გინესის წიგნის სამი რეკორდი დაამყარა. 

სიმღერა გამოსვლიდან ყველაზე დიდი ხნის შემდეგ მოექცა ბრიტანეული ჩართების სათავეში. გარდა ამისა, ქეით ბუში ყველაზე ასაკოვანი ქალი მომღერალია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. ასევე Running Up That Hill ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირველ ადგილს.

აქამდე ყველაზე ასაკოვანი პირველადგილოსანი შერი იყო. 1998 წელს 52 წლის მომღერალის ჰიტი Believe ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. შერმა ახალ რეკორდსმენს მიულოცა:

"ბრავო ქეით. რეკორდები იმისთვის არის, რომ გააუმჯობესო".

Running Up That Hill ბუშმა 1985 წელს გამოუშვა. სიმღერამ ხელმეორედ პოპულარობა 2022 წელს, Stranger Things-ის მეოთხე სეზონის გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. სერიალის გამოსვლის შემდეგ ბუშმა სინგლის გაყიდვებიდან 2 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. 80-იან წლებში კომპოზიციას ამხელა წარმატებისთვის არ მიუღწევია.

 

კომენტარები