ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანია: საქართველოს პრემიერმინისტრი და მისი გუნდი პრაგმატული ადამიანები არიან

ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ კვლავ შეაქო საქართველოს მოქმედი მთავრობა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის გუნდს პრაგმატული უწოდა.

ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო მედიასთან, Известия-სთან ისაუბრა.

პასუხამდე ჟურნალისტმა ბჟანიას ჰკითხა, იყო თუ არა საქართველოს მხრიდან "პროვოკაციები" და რა მდგომარეობაა ამჟამად ე.წ. "საზღვარზე".

"როგორც წარმომიდგენია, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ვგულისხმობ პრემიერმინისტრსა და მის გუნდს და არა საქართველოს პრეზიდენტს, პრაგმატული ადამიანები არიან და ამ მხრივ მსგავსი დიდი პრობლემები არ ყოფილა, ასე ვთქვათ". – თქვა ბჟანიამ.

ბჟანია: პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან

ამას გარდა ბჟანიამ აშშ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. ის ირწმუნება, რომ ზოგჯერ ამ სივრცეს ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ.

"თუმცა ზოგჯერ ხდება ისე, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს, ჩვენ ეს დაფიქსირებული გვაქვს. მაგრამ გასაგებია რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისთვის და რაღაც დონეზე საქართველოსთვისაც". – დაამატა ბჟანიამ.

ბჟანია: ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა

კომენტარები