სწრაფი კვება

Wendy's-მა და McDonald's-მა ცრუ რეკლამირების შესახებ სარჩელი მოიგეს

Timothy A. Clary/AFP/Getty Images

Wendy's-მა და McDonald's-მა, რომელთაც ცრუ რეკლამირებაში ედებოდათ ბრალი, სასამართლო პროცესი მოიგეს.

ფედერალურმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლის მიხედვითაც ორ კომპანიას რეკლამირებულთან შედარებით პატარა და ნაკლებად მადისაღმძვრელი ჰამბურგერების გაყიდვაში ედებოდა ბრალი.

"Wendy's-ის და McDonald's-ის საკვების სურათები არაფრით განსხვავდება სხვა კომპანიების მხრიდან ვიზუალურად მიმზიდველი სურათების გამოყენებისგან, მათ პროდუქტებთან დაკავშირებით პოზიტიური ასოციაციების გაძლიერების მიზნით". - თქვა აშშ-ს საოლქო მოსამართლემ, ჰექტორ გონსალესმა.


30 აგვისტოს აშშ-ს სასამართლოში ჯგუფური სარჩელი Burger King-ის წინააღმდეგაც შეიტანეს, რომელშიც ბურგერის ზომასთან დაკავშირებით მომხმარებელთა პრეტენზიები იყო გამოთქმული. 

მოსარჩელეთა მტკიცებით, რეალურთან შედარებით, Whopper-ის ბურგერი მენიუში გაცილებით დიდი ჩანდა – იგი 35%-ით აღემატებოდა ბურგერის ზომას, რომლითაც მომხმარებლებს უმასპინძლდებიან. 

Burger King-ი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ საჭირო არ არის ისეთი ბურგერების მიწოდება, რომელიც ფოტოების იდენტური იქნება.

კომენტარები