ე.წ. გადატრიალების საქმე

სახის გასწორება კი მიჭირდა, მაგრამ ნამდვილად არაა სასაცილო — გოგიბერიძე გამოკითხვის შემდეგ

"სახის გასწორება კი მიჭირდა, მაგრამ ნამდვილად არაა ეს ყველაფერი სასაცილო" - ასე აფასებს ორგანიზაცია Canvas საქართველო-ს წევრი, ნინი გოგიბერიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვას.

"კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის და თანადგომისთვის. ჩემი ცოდნისა და გამოცდილების ფარგლებში, გამოძიებას ყველა კითხვაზე სრულფასოვნად ვუპასუხე. სამწუხაროდ, შეზღუდული ვარ მოგიყვეთ დეტალები ამ აბსურდის თეატრის, გამოყენებული ლექსიკის და კითხვების ფორმის შესახებ. სახის გასწორება კი მიჭირდა, მაგრამ ნამდვილად არაა ეს ყველაფერი სასაცილო. დინჯად და მხნედ დავაკვირდები მოვლენების განვითარებას". - წერს გოგიბერიძე Facebook გვერდზე.

2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორგანიზაცია CANVAS-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის დეტალები გაასაჯაროვა. სუს-ის მტკიცებით, სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან სერბეთში, უკრაინსა და სხვა სახელმწიფოებში გადატრიალების ორგანიზებასთან, მათივე განცხადებით, იკვეთება კავშირები ვარდების რევოლუციასთანაც.

იმავე დღეს ნინი გოგიბერიძე გამოკითხვაზე სუს-ში დაიბარეს.

კომენტარები