თურქეთი

თურქეთმა PKK-ს ტერაქტის შემდეგ 1000-მდე ადამიანი დააკავა

AP Photo/Ali Unal

1 ოქტომბერს ანკარაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, თურქეთის პოლიციამ 1000-მდე ადამიანი დააკავა. ბოლო ორი დღის მანძილზე თურქეთის პოლიციამ 16 სხვადასხვა პროვინციაში რამდენიმე რეიდი მოაწყო. 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ თქვა, რომ მთელი თურქეთის მასშტაბით 928 ადამიანი არის ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვასა და იარაღის კონტრაბანდაში, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია არიან თუ არა დაკავებულები PKK-ს ტერორისტულ აქტთან არის კავშირში. მისი თქმით, თურქეთის პოლიციამ 840 ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაცია მოახდინა. 

პოლიციამ დააკავა PKK-ს წევრი 12 ქურთი. იერლიკაიას თქმით, ასევე დააპატიმრეს 55 პირი, რომლებით თურქეთის პოლიციის მტკიცებით, PKK-ში დაზვერვის სტრუქტურის ნაწილი იყვნენ. 

კომენტარები