თურქეთი

ანკარაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ტერორისტებმა ბომბი ააფეთქეს

 REUTERS/Cagla Gurdogan

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი ერლიაკას ინფორმაციით, დილის საათებში ანკარაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ტერორისტული აქტი განახორციელა.

მინისტრის თქმით, ორი ტერორისტიდან ერთ-ერთმა სამინისტროს შენობასთან თავი აიფეთქა, მეორე კი პოლიციამ "გაანეიტრალა". 

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების ხმა გაისმა პარლამენტისა და სამინისტროების შენობების მახლობლად. 

ერლიკაიას მიხედვით, მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი პოლიციელი.

კომენტარები