ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა

რუსეთმა, შესაძლოა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი შეზღუდოს

TACC

28 სექტემბერს რუსულმა ენერგოკომპანია Inter RAO-ს წარმომადგენელმა, ალექსანდრა პანინამ თქვა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან კომპანია მზად არის, შეზღუდოს ან მთლიანად შეაჩეროს მიწოდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებს გარეთ - ჩინეთში, მონღოლეთში, აზერბაიჯანსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში. მისი თქმით, კომპანიამ რუსეთის მთავრობის მიერ შემოღებული საექსპორტო გადასახადების გამო კონტრაქტორებს ელექტროენერგიის ფასის 7%-ით გაზრდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

დათანხმდა თუ არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ფასების ზრდას ჯერჯერობით ცნობილი არაა. ამასთან, რუსეთი ცხინვალისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ერთადერთი წყაროა.

მანამდე, რუსეთის მთავრობამ გაახანგრძლივა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი შეზღუდვა აფხაზეთსა და ცხინვალში. 

ამასთან, როგორც Inter RAO-ს წარმომადგენელმა Ведомостям-სთან აღნიშნა, კომპანიამ ჩინეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ნაწილობრივი შეზღუდვები შემოიღო. 

ამავე ინფორმაციით, Inter RAO აგრძელებს ელექტროენერგიის მიწოდებას მონღოლეთისთვის, რადგან ხელისუფლება ელექტროენერგიაზე ფასის ზრდას დათანხმდა. 

კომენტარები