კასპის მუნიციპალიტეტი

თავისუფლების ინსტიტუტი: კასპში ფანჩატურებსა და რუსულ ტრენაჟორებში 183 019 გადაიხადეს

Facebook/კასპის მუნიციპალიტეტის მერია

თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში კასპის მუნიციპალიტეტმა ფანჩატურებსა და რუსულ ტრენაჟორებში 183 019 ლარი გადაიხადა.

"2022 წლის ივლისში რუსულ ტრენაჟორებში 148 302 ლარი გადავიხადეთ, ხოლო 2023 წლის აპრილში - 183 019 ლარი". - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, 2022-2023 წლებში კასპის მუნიციპალიტეტმა რუსული წარმოშობის ROMANA-ს მარკის გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები და საჩრდილობელი ფანჩატური ცამეტ ლოკაციაზე დაამონტაჟა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე წერს, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მიერ ტრენაჟორებისა და ფანჩატურების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერები შპს ჯეო პარკმა მოიგო, რომელსაც ჯამში 331 321 ლარი გადაუხადეს.

"რუსეთის უკრაინაში შეჭრის, ომის დაწყებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან რუსეთზე სანქციების რამდენიმე პაკეტის დაწესების შემდეგაც კასპის მუნიციპალიტეტის მერია არ წყვეტს რუსული ტრენაჟორების შესყიდვას". - წერს თავისუფლების ინსტიტუტი.

კომენტარები