უკრაინა-პოლონეთი

პოლონეთის მთავრობა: ჩვენი მთავარი სამხედრო კომპანია კიევის თავდაცვის ფორუმზე არ მიიწვიეს

OFFICE OF THE PRESIDENT OF UKRAINE

პოლონეთის მთავრობის მტკიცებით, ყველაზე დიდი პოლონური სამხედრო კომპანია კიევში გამართულ თავდაცვის ინდუსტრიების საერთაშორისო ფორუმზე არ მიიწვიეს. ამის შესახებ პოლონური რადიო ZET-ის ეთერში პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მინისტრმა იაცეკ საშინმა ისაუბრა. 

საშინის თქმით, უკრაინა პოლონეთში უახლოეს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებაზე დებს ფსონს და ეს დამაზიანებელი იქნება თავად უკრაინისთვის. 

უკრაინული მხარე ამ ბრალდებას პასუხობს და ამბობს, რომ პოლონურ კომპანიას მოსაწვევი გაუგზავნეს, თუმცა ისინი თავიანთი სურვილით არ დაესწრნენ შეხვედრას. უკრაინის ელჩმა პოლონეთში ვასილ ზვარიჩმა თქვა, რომ პოლონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვისაც სამიტზე მოსაწვევი გაუგზავნეს. 

კომენტარები