კსკ ვაგნერი

ISW: პრიგოჟინის შვილი ვაგნერის მეთაური გახდა და როსგვარდიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

east2west news

ომის კვლევების ინსტიტუტის ცნობით, ვაგნერის ლიდერი ევგენი პრიგოჟინის ვაჟი, პაველ პრიგოჟინი გახდა, რომელიც როსგვარდიის მეთაურთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. პაველ პრიგოჟინს სურს, რომ ვაგნერის ჯგუფი როსგვარდიაში შევიდეს და უკრაინაში ბრძოლა განაგრძონ.

ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებული წყაროს ცნობით, ვაგნერის მებრძოლები რუსულ თავდაცვის უწყებასთან კონტრაქტებს აღარ გააფორმებენ და ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია შეინარჩუნებს მის სახელს, სიმბოლოებს, იდეოლოგიას და სამუშაო პრინციპებს. ვაგნერთან აფილირებულ წყაროზე დაყრდნობით ISW წერს, რომ პაველ პრიგოჟინი დამოუკიდებელი აქტორი არაა და ვაგნერის უსაფრთხოების სამსახურის და მიხაილ ვატანინის გავლენების ქვეშაა. 

ISW ხაზს უსვამს, რომ ვაგნერის ჯგუფის მებრძოლების ნაწილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ანდრეი ტროშევთან დაკავშირებულ ფრთაში ბრძოლას ამჯობინებს. 

კომენტარები