თავდაცვა

ღარიბაშვილი თავდაცვის კოდექსზე: 10 წელიწადში 100 000 ახალგაზრდა გვეყოლება მომზადებული

მინდა გამოვყო მავნებლური გირჩის პროექტი, სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნა არასწორ გზაზე დაყენებული. ჩვენ ამ კანონპროექტით დავასრულეთ გირჩის მავნებლობა. ასევე მოწესრიგდა მთელი რიგი საკითხები წვევამდელებისთვის. 2025 წლის 1 იანვრიდან გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში. 2025 წლიდან ყველა წვევამდელი გაივლის სამსახურს თავდაცვის სამინისტროში. შევიმუშავეთ ეფექტიანი 6-თვიანი კურსი, ასევე იქნება 8-თვიანი, 11-თვიანი კურსები იმის მიხედვით, თუ ვის როგორი კარიერული გეგმები აქვს. წვევამდელები მინიმუმ 6 თვეს გაივლიან ჯარში. ჩვენ კოდექსში გავითვალისწინეთ ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სტუდენტს შეეძლება ჩაერთოს ამ პროცესში, წლის განმავლობაში 1 თვე დაჰყოს თავდაცვის სამინისტროში და გაიაროს საბაზისო კურსი, თეორიული და პრაქტიკული საბრძოლო მომზადება. 4 წლის განმავლობაში მას უნდა შეუსრულდეს 6 თვე ჯარში და ჩაეთვლება გავლილ სავალდებულო სამსახურად. ამ პროექტით შეიქმნება რეზერვის ბაზის საფუძველიც. წელიწადში მომზადდება 9 000 -10 000 წვევამდელი. 10-წლიან პერსპექტივაში 100 000 ახალგაზრდა გვეყოლება მომზადებული. 

თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები