დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი

დონალდ ტრამპი თაღლითობის საქმეზე თავის სასამართლო პროცესს დაესწრება

1 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ის ნიუ-იორკში საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება, რათა დაიცვას თავისი სახელი და რეპუტაცია.

საქმე დონალდ ტრამპის ბიზნეს საქმიანობაში თაღლითობას შეეხება, რაშიც ფიგურირებს მისი უძრავი ქონების ბიზნესების დიდი ნაწილი. უმეტეს სასამართლო პროცესებზე, რაც ბოლო წლებში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ტრამპი სასამართლოში არ გამოცხადებულა.

"მთელი ეს საქმე სიცრუეა!!! შევხვდებით სასამართლოში - ორშაბათს დილას" - წერს დონალდ ტრამპი. 

კომენტარები