სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი

საკითხი უნდა გადაწყდეს არა იმპიჩმენტის, არამედ ე.წ. კომპეტენციური დავის მეშვეობით - ლელო

ლელო საქართველოსთვის / Facebook

ლელომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სასამართლო მეგობრის დასკვნა გაგზავნა.

პარტია ლელო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართავს. 

“ლელომ, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, გადაწყვიტა მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობით და მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს”. - თქვა ბრიფინგზე ლელოს წევრმა, გიორგი სიორიძემ.

პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ისტორიული მოვლენაა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და კარგად ავლენს ქართული პოლიტიკის მანკიერებებს. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონფლიქტები საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, როგორც კომპეტენციური კონფლიქტები, უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში თუ საჭიროა, ოღონდ არა იმპიჩმენტის, არამედ ე.წ. კომპეტენციური დავის მეშვეობით” - აცხადებს ლელო.

ეს გულისხმობს, რომ სამართალწარმოება უნდა მიმდინარეობდეს არა კონსტიტუციის 48-ე მუხლით, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურას განსაზღვრავს, არამედ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რეალურად ვის ჰქონდა კომპეტენცია, ესარგებლა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით საგარეო ვიზიტის ფარგლებში. 

კომენტარები