ე.წ. გადატრიალების საქმე

პაპუაშვილი: ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში

ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ, როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებული არის იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, მოხდეს ადამიანის და ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული არის ამერიკელი ხალხის ფული. მნიშვნელოვანი არის შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენეჯერ ეხვევა ასეთ სკანდალში.

ჩვენ ვნახეთ აქამდე ის ე.წ. პარალელური დათვლის შედეგები რომელიც USAID-ის მიერ 2020 წელს იქნა გამოქვეყნებული, ყალბი შედეგები, რომლებიც მაშინ იყო საფუძველი არეულობისა. ჩვენ შემდეგ გავარკვიეთ, ISFED-ის ხელმძღვანელის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ მისმა დონორმა USAID-მა იცოდა, რომ ის შედეგები რომლებიც საჯაროდ ვრცელდებოდა, იყო ყალბი და ამას უმალავდა ქართველ ხალხს. არ ეუბნებოდა არც ხელისუფლებას და არ ეუბნებოდა არც ქართველ ხალხს.

ამიტომ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია, ჩრდილი რომელიც მიადგა ამერიკის დახმარებას საქართველოს მიმართ, ერთი იმით, რომ გაირკვა და ამაზე დღემდე არ გაუკეთებია განმარტება USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ  ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ყალბი, ხედავდნენ, რომ არეულობის საფუძველი იყო ეს და ახლა გააკეთონ განმარტება იმაზე, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის, ჯგუფების მომზადებისთვის, რომლებმაც არეულობები უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება უნდა მოახდინონ.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. 

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები რომელთა მიზანი ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩატარებაა. 

კომენტარები