უკრაინა-უნგრეთი

ორბანი: უკრაინის ევროკავშირში მიღება არარეალისტურია, სანამ ომი არ დასრულდება

ვიქტორ ორბანი
EPA

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრული ეროვნული რადიოს ეთერში თქვა, რომ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში ომის მიმდინარეობისას არარეალისტურია. 

მისი თქმით, ომის დასრულებამდე უკრაინის ევროკავშირში მიღების შესახებ საუბრის დაწყებაც პრობლემატურია. 

"ამ შემოდგომას, როდესაც ჩვენ დავიწყებთ უკრაინის მომავალზე საუბარს ბრიუსელში, ჩვენ თავს ვერ ავარიდებთ კითხვას - სერიოზულად განვიხილავთ თუ არა ასეთი ქვეყნის წევრობას. შესაძლებელია, რომ ომის პარალელურად დაიწყოს მოლაპარაკებები? რადგან ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ჩვენ არ ვიცით, თუ კონკრეტულად რა არის ამ ქვეყნის კონტროლირებადი ტერიტორია. მსგავსი პარამეტრების ცოდნის გარეშე ქვეყნის მიღება უპრეცედენტო იქნება" - თქვა ვიქტორ ორბანმა. 

ორბანმა ასევე მსმენელს შეახსენა, რომ რომელიმე ქვეყნის ევროკავშირში მიღებას 27-ვე ქვეყნის პარლამენტის თანხმობა სჭირდება. 

კომენტარები