საუდის არაბეთი-ჩინეთი

ჩინეთი და საუდის არაბეთი ოქტომბერში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

ჩინეთი და საუდის არაბეთი ოქტომბერში ერთობლივი საზღვაო სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ინფორმაცია ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.

სამხედრო წრთვნა სახელწოდებით "ლურჯი ხმალი 2023" ჩინეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჭანძიანგში ჩატარდება. 

ჩინეთმა და საუდის არაბეთმა ერთობლივი საზღვაო სამხედრო წვრთნები ბოლოს 2019 წელს ჩაატარეს.

ამავდროულად, Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთი აშშ-სთან უსაფრთხოების პაქტს გააფორმებს. აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ საუდის არაბეთი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე თანახმაა.  

საუდის არაბეთს აშშ-სგან NATO-ს ტიპის თავდაცვითი ქოლგა და მასშტაბური უსაფრთხოების გარანტიები სურს. ამერიკული წყაროს მტკიცებით, ეს შესაძლო პაქტი უფრო მეტად დაემსგავსება აშშ-სა და ბაჰრეინს შორის გაფორმებულ უსაფრთხოების ხელშეკრულებას. ასევე, ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ საუდის არაბეთს შესაძლოა აშშ-ს მთავარი არა NATO-ს წევრი მოკავშირის სტატუსი მიენიჭოს, რასაც უკვე ფლობს ისრაელი. 

კომენტარები