რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის С-300-ის სარაკეტო სისტემების გადაცემას მხარი დაუჭირა

ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების, С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გადაცემას მხარი დაუჭირა.

საკითხზე მსჯელობა დახურულ კარს მიღმა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინიციატივას მხარი 141 დეპუტატმა დაუჭირა, 40 კი წინააღმდეგი იყო. პრორუსული განწყობებით გამორჩეული სოციალისტური პარტია კი ბოიკიტის ნიშნად სხდომას საერთოდ არ დაესწრო.

ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილებამ რუსული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სამსახურში აღნიშნავენ, ბულგარეთის ნაბიჯი ორმხრივ შეთანხმებას არღვევს, რომლის მიხედვითაც ბულგარეთ არ აქვს უფლება რუსეთისგან მიღებული იარაღი მესამე ქვეყანას გადასცეს.

კომენტარები