რუსეთი

სპეცოპერაციაში მონაწილეთა შვილებმა საუკეთესო უნივერსიტეტებში უნდა ისწავლონ – მიშუსტინი

მიხაილ მიშუსტინი
Mikhail Klimentyev

რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეთა შვილებმა ისწავლონ საუკეთესო უნივერსიტეტებში". 

"ჩვენ განვაგრძობთ ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ ბავშვებმა, რომელთა მშობლები და ნათესავები იცავენ ჩვენს ქვეყანას, ისწავლონ საუკეთესო უნივერსიტეტებში". - თქვა მან სტუდენტებთან საუბრისას, რომელთა მშობლები "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" მონაწილეობენ.

მიშუსტინი მათ მოსკოვის ფინანსური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა.

მიშუსტინმა ასევე აღნიშნა, რომ ჯარისკაცების და მათი ოჯახების დახმარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია რუსეთის ხელისუფლებისთვის.

კომენტარები