ედგარ რინკევიჩი

ლატვიის პრეზიდენტი რუსეთისა და ბელარუსისთვის საზღვრის ჩაკეტვას განიხილავს

ედგარ რინჩევსკი
Getty Images

პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩის თქმით, ემიგრანტთა დიდი ნაკადის გამო ლატვია მზად არის ჩაკეტოს საზღვრები რუსეთთან და ბელარუსთან.

შესაძლო ცვლილებებზე ლატვიის პირველმა პირმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ბორის პასტორიუსთან შეხვედრაზე ილაპარაკა. მხარეებმა NATO-ს საზღვრებთან პოტენციურ საფრთხეებზე იმსჯელეს.

რინკევიჩმა ბალტიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გერმანიის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. ლატვიის პრეზიდენტი გერმანიასთან თანამშრომლობის გზით ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაზრდას გეგმავს. მისი თქმით 2024 წელს ლატვია მზად არის ლიელვარდში განათავსოს გერმანული საბრძოლო საავიაციო ტექნიკა.

ლატვიის ხელისუფლებამ აგვისტოს დასაწყისში ბელარუსის საზღვარი 6 თვით ჩაკეტა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლატვიის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს, რუსეთისა და ბელარუსიის საზღვრებზე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისა და სხვა დამატებითი დაბრკოლებების განთავსებას.

სექტემბრის დასაწყისში ლატვიამ ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად საზღვარზე რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალა.

კომენტარები