საქართველო-ევროკავშირი

იოზვიაკი: ბოლო შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება

EU

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება. 

"ბოლო შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება. გილოცავთ ჰელოუინს - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სერბეთი, კოსოვო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ალბანეთი, მაკედონია, მონტენეგრო, თურქეთი???". - წერს იოზვიაკი X-ის პირად ანგარიშზე. 

2022 წლის ზაფხულში ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - არა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც 12-პუნქტიანი პირობები შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული რეფორმა, მედიის თავისუფლება. 

რეკომენდაციების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შესრულდა, დანარჩენი 9 პროცესშია.

კომენტარები