2023 წლის ეროვნული გამოცდები

NAEC-მა 2023 წლის ეროვნული გამოცდების ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა

naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრი 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს, სადაც შემდეგი ტენდენციები იკვეთება:

აბიტურიენტთა ყველაზე დიდი რაოდენობა სავალდებულო საგნების გამოცდაზე გავიდა.

ყველაზე მაღალი შედეგები გამოცდებზე გასულმა აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენების საგნებში მიიღეს, ხოლო ყველაზე დაბალ შედეგები  ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის გამოცდებში.

მათემატიკის გამოცდა, რომელზეც ჯამში 14 927 (38%) აბიტურიენტი გავიდა, 2351-მა (15.75%) ვერ ჩააბარა. თუმცა, აბიტურიენტების 48%-მა, რომელმაც გამოცდა ჩააბარა, დაბალი და დაბალს ქვევით შეფასება მიიღო. 

მათემატიკის გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.75 % -მა.

რაც შეეხება ფიზიკის გამოცდას, მასზე აბიტურიენტების მხოლოდ 1.5%, ანუ 601 სტუდენტი გავიდა, თუმცა მათგან 31%-მა პროცენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ვერ შეძლო.

ფიზიკის გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 30.95 % -მა.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტების 45%-ს საშუალოზე მაღალი და მაღალი მაჩვენებელი აქვთ. ანალოგიურად, აბიტურიენტების 56-67% უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული და ფრანგული ენები) მაჩვენებლებით საშუალოზე მაღალ და მაღალ კატეგორიაში არიან.

კომენტარები